შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23196 
 21 ივნისი 2019
აქციის რამდენიმე მონაწილემ უგულავას მისამართით ბოთლებიც ისროლა.აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც გიგი უგულავა სატელევიზიო ჩართვას აპირებდა. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პარტიული შინაარსის განცხადებებისგან.საქართველოს პარლამენტთან 20 ივნისს დაწყებული აქცია 19:00 საათისათვის განახლდა. აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტის გარდა, პარლამენტთან მიმდინარე დემონტრაციის ძალადობრივი ფორმით დაშლასაც აპროტესტებენ.პარლამენტთან შეიკრიბნენ, პოლიტიკოსები, ხელოვანები, მწერლები, სტუდენტები, მოქალაქეები. ისინი რამდენიმე მოთხოვნას აჟღერებენ, ესენია: შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.აქციაზე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველადი სამედიცინო დახმარების აღჭურვილობა და მედიკამენტები ორი ავტომობილით მიიტანეს და საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის დახმარების მზადყოფნას გამოთქვამენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება