შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კალაძე: გახარიას გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23220 
 24 ივნისი 2019
“ქართული ოცნების” ლიდერებმა არ უპასუხეს კითხვას გადადგება თუ არა შს მინისტრი გიორგი გახარია. გახარიას გადადგომა რუსთაველზე მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.ბიძინა ივანიშვილმა საპრესკონფერენციო დარბაზი ისე დატოვა, ამ კითხვისთვის პასუხი არ გაუცია. გახარიას საკითხზე არც პრემიერ-მინისტრ მამუაკა ბახტაძეს უსაუბრია. კითხვას თავი რამდენჯერმე აარიდა კახა კალაძემაც. ჟურნალისტებმა დედაქალაქის მერს კითხვა რამდენჯერმე გაუმეორეს რის შემდეგაც კალაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე “ამაზე საუბარი არ ყოფილა”.“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა ამ კითხვის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებოლობის საკითხს ვერ ხედავენ.„ეს არის ყველაზე მძიმე, რომ შეუძლებელი გახდა ძალის გამოყენების თავიდან აცილება. ეს არის რეალობა. როგორც მანამდე განვითარებული პროცესებს, ასევე, შემდგომ ძალის გადამეტების შემთხვევებს, ამ ყველაფერს, პირველ რიგში, უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი და ეს პასუხი გაეცემა ღიად, გამჭვირვალედ – ისე, რომ კითხვები არ დარჩება არცერთ მხარეს. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული”, – ამბობს თამარ ჩუგოშვილი.რაც შეერხება, 2020 წელს პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ. მისი თქმით, დიალოგი არ იქნება იმ ადამიანებთან, ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოებს გასცდა.“ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, ვინც პატივს სცემს ამ ქვეყნის მომავალს და კონსტიტუციას. იმათ, ვისი ქცევაც იყო პროვოკაციული და ვინც მუდამ მოტივირებულნი არიან, რომ გავიდნენ კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, მათთან დიალოგი არ იქნება. მათ კანონი გასცემს. კონსულტაციები გაიმართება ყველასთან”, – განაცხადა ბახტაძემ.პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს სპეციალური ფორმატი საქართველოს პარლამენტში და სწორედ ამ ფორმატში წარიმართება კონსულტაციები როგორც პარლამენტს შიგნით მყოფ, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან.დღესვე ჟურნალისტებს პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, პროპორციული არჩვენების ნულოვანი ბარიერით ჩატარების პრინციპი განუმარტა.„ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით, საერთოდ არ იქნება ბარიერი და იმ პარტიებს, რომლებიც შეძლებენ მინიმალური ხმების მოგროვებას, იმისათვის რომ ერთი მანდატი მაინც აიღოს მისი პარტიის წარმომადგენელმა, უკვე შეუძლია თქვან რომ ისინი გადალახავენ ბარიერს და ამას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი“, – განმარტა მამუკა მდინარაძემ.დღეს “ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა რის შემდეგაც, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. თბილისში, პარლამენტთან ფართომასშტაბიანი აქციები 20 ივნისიდან იმართება. შეკრებილ მოქალაქეებს სამი მოთხოვნა აქვთ: 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, გიორგი გახარიას გადადგომა და 20 ივნისის ღამეს დარბევისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.როგორც უკვე ცნობილი გახდა, მთავრობა დემონსტრანტების ერთ–ერთ და მთავარ მოთხოვნას პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე დასთანხმდა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა