შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23216 
 24 ივნისი 2019
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, ქვა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში გაწმენდითი სამუშაოების დროს ნახეს: „ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ ტაძრის მნიშვნელობას“.მისი თქმით, ხვალ, 25 ივნისს ადგილზე სპეციალისტები ჩავლენ და ქვის წარმომავლობას შეისწავლიან.აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამოყვანილია კედლები და სრულდება აღმოსავლეთ ფასადის მშენებლობა, რომელიც საკურთხეველის მხარეა. აღნიშნულ ფასადს ზუსტად ისეთი ფორმით აღადგენენ, როგორიც X-XI საუკუნეებში იყო. ტაძრის შიდა ნაწილში უკვე ამოყვანილია ექვსივე სვეტი.აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უძველესი ტაძრების ხუთეულში შედის. 42 მეტრის სიმაღლის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. სარესტავრაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ხორციელდება.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება