შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდა დაისეტყვა [ფოტო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივნისი 2019

რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ქალაქში ძლიერი სეტყვა იყო, რის შედეგადაც კარტოფილისა და სხვა ბოსტნეულის ნაკვეთები მნიშვნელოვნად დაზიანდა.როგორც ადგილობრივები „ნორთან“ საუბარში აცხადებენ, ძლიერი სეტყვა მოსავლიანობაზე იმოქმედებს.რა ზიანი მიადგა ქალაქს სეტყვის შედეგად და დაიწყო თუ არა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ზარალის მოკვლევა? – მერის მოადგილე ალექსანდრე მელიქიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სამეურნეო კულტურებს ზიანი არ მიუღიათ.„სულ რაღაც 10 წუთის განმავლობაში იყო სეტყვა, სერიოზული ზიანი არაფერს მისდგომია და არც ზარალი არ არის“, – ამბობს ალექსანდრე მელიქიძე.სეტყვის ფოტოებს ნინოწმინდის რადიო „ნორი“ ავრცელებს. გზაზე და საცხოვრებლების ეზოებში სეტყვის გროვები ჩანს.[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია