შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"0%-იანი ბარიერი ნიშნავს, ივანიშვილმა ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში - ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39255 
 24 ივნისი 2019

0%-იანი ბარიერი, ავტომატურად ნიშნავს, ერთ რამეს, ის შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში - ასე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 

ოქრუაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს ძალაუფლება ე.წ. ჯიბის პარტიების ყიდვით შეინარჩუნოს. 

"ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას და ამ განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ კრიზისი მე მეეჭვება რომ განიმუხტოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ეს თავისთავად კარგი მიღწევაა, მაგრამ 0%-იანი ბარიერი, ავტომატურად ნიშნავს, ერთ რამეს, ის შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მერე ისინი იყიდოს და ასე შეინარჩუნოს ძალაუფლება,"-განაცხადა ოქრუაშვილმა.   

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია