შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლექსო ჩემიამ მესხეთის თეატრში პატარა უფლისწული დადგა [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23235 
 24 ივნისი 2019
თეატრში ლექსო ჩემიას რეჟისორობით სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ პრემიერა დღეს, 24 ივნისს გაიმართა. “ეგზიუპერის “პატარა უფლისწულზე” ვმუშაობდით და ვახოს (ვახტანგ ქორიძე, ახალციხის თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რედ.) ვუზიარებდი ჩემებურ ხედვას, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მითხრა, ხომ არ ცდი ამის დადგმასო? შემეშინდა, რადგან, მრავალწლიანი სამსახიობო გამოცდილების მიუხედავად, რეჟისორობა მაინც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს“, - გვიყვება ლექსო.როგორც მსახიობს, არაერთ რეჟისორთან უმუშავია, თუმცა თოჯინების თეატრში სპექტაკლი არასდროს დაუდგამს და ამბობს, რომ რთული გადაწყვეტილება იყო. მაგრამ „პატარა უფლისწულის“ სიყვარულით შეთავაზებაზე უარი ვერ თქვა. „ეგზიუპერის ყველასათვის საყვარელ უფლისწულს შევეჭიდე და ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესში ჩემ გვერდით თოჯინების თეატრის უძლიერესი გუნდი მედგა. ვახო ყოველთვის გემრიელ შენიშვნებს გვაძლევდა სპექტაკლის მზადების პროცესში, მისი გამოცდილება ფასდაუდებელია“, – ამბობს ლექსო ჩემია.თოჯინების თეატრში სპექტაკლები, ძირითადად, ბაღის ბავშვებისთვის იმართება. ამიტომ ლექსოს 55–წუთიანი „პატარა უფლისწული“ ერთგვარი რისკიც იყო, ვინაიდან დასწრება მხოლოდ 10 წლის და უფროს ბავშვებს შეუძლიათ, თანაც სპექტაკლი ხანგრძლივია. „პატარა უფლისწული, რომელიც მეგობარს დაეძებს, სხვადასხვა პლანეტებზე მოგზაურობს. იქ ხვდება სხვადასხვა ჭეშმარიტებებს. უამრავი საკითხიდან ეს წამოვწიეთ წინ, ვეცადეთ მარტივი ყოფილიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს სპექტაკლი მხოლოდ პატარებისთვის არაა, აქ იმდენი ფილოსოფიური აზრია, ვისურვებდი რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ნახოს“, – ამბობს რეჟისორი.თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახო ქორიძე გვიყვება, რომ სპექტაკლი თავიდან სხვა რეჟისორს უნდა დაედგა, თუმცა აღარ გამოჩნდა და საბოლოოდ გადაწყდა, რომ ლექსო თავის საყვარელ ნაწარმოებს დადგამდა.„4 წელია ჩვენთან მოწვეული მსახიობია. თითქმის ყველანაირი ტიპის თოჯინასთან ჰქონდა შეხება, როგორც მსახიობს. თანა,ც ის მთავარ გმირსაც თამაშობს თავის სპექტაკლში. ფაქტობრივად თან სცენაზე უნდა იყო და, ამავდროულად, საკუთარ თავს გარედან უნდა ხედავდე. ვფიქრობ, მას ეს კარგად გამოუვა“, - გვითხრა სამხატვრო ხელმძღვანელმა.ლექსოს ვკითხეთ, აპირებს თუ არა ისევ მოირგოს რეჟისორის როლი: „თამაშით ისეთ დიდ სიამოვნებას ვიღებ, რომ სამუდამოდ ვერასდროს ჩამოვიდოდი სცენიდან პარტერში. ისე კი, არაერთ წარმატებულ მსახიობს ვიცნობ, რომელიც რეჟისორიცაა. იმედია, გამოცდას კარგად ჩავაბარებ“.სპექტაკლის პრემიერა დღეს, 24 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართა. „პატარა უფლისწულს“ ახალციხელი მაყურებელი მომდევნო კვირას, იგივე დროს, ახალციხის თოჯინების თეატრში იხილავს.[ავთო ინასარიძე და ნანა ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება