შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გედევან ფოფხაძე - სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - ეს არის რეალობა

პოლიტიკა
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/politika/article/7720 
 25 ივნისი 2019

„ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“ რომ დამთავრდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან

ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსებმა ერთიანი მორალური სტანდარტით უნდა ისაუბრონ და თუკი 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენები ერთი სტანდარტით ფასდება, არ შეიძლება 20-21 ივნისის მოვლენები სხვა სტანდარტით შეფასდეს.

„ჩვენ ერთიანი მორალური სტანდარტი უნდა გვქონდეს. არ შეიძლება 7 ნოემბერს, 26 მაისს ვაფასებდეთ ერთი სტანდარტით, იმიტომ, რომ იქ უშუალო მონაწილეები ვართ, თუმცა ყველაზე არ ვამბობ, რადგან მათი ნაწილი მაშინაც მეორე მხარეს იყო. ეს ერთიანი სტანდარტი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ელემენტარული მორალი. 7 ნოემბერსაც გვეძახეს, რომ ჩვენ ვართ აგენტები, გვინდა დავამხოთ ხელისუფლება, ამ მოტივით შეიჭრა მაშინ ხელისუფლება „იმედში“ და აიღო ტელეკომპანია. რაც ხდებოდა 20 ივნისს, იმას არანაირი მორალური სტანდარტი არ აქვს. ჩვენ ომი გამოვუცხადეთ საკუთარ ხალხს. მეტიც, არც გამოვუცხადეთ, გამოცხადების გარეშე დაიწყო ეს ყველაფერი. 15 წუთით ადრე პრემიერი გვპირდებოდა ყველას, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რომ სისხლი არ დაიღვრება, რეზინის ტყვიები არ იქნება, მომწამლავი გაზი არ იქნება. 15 წუთის მერე ამ განცხადებიდან დაიწყო შტურმი საკუთარ ხალხზე და იქ „ნაციონალების“ ფაქტორით ამ ყველაფრის გადაფარვა ამორალურია. გახარია სამეგრელოში იყო და იმ საარჩევნო კამპანიას შეეწირა ჩემი მეგობრის დედა, ია კერზაია, იმ ტერორს, რომელიც სამეგრელოში ხდებოდა და აქ რაც მოხდა, ეს ელემენტარული ძალადობაა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის სიტყვით გამოსვლას უმრავლესობის მხრიდან უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა, რაც საბოლოოდ უმრავლესობის დეპუტატებსა და გედევან ფოფხაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ გინდათ დაიცვათ გახარია, მაგრამ მე ჩემს სათქმელს ვიტყვი, რადგან ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი. „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ახლა ამ დარბაზში. მე ვარ და მე გაგცემ პასუხს. ნაციონალური ზონდერებითაა გავსებული ძალოვანი სტრუქტურები. მოსამართლეები სულ „ნაციონალი“ ზონდერები არიან. ეს ახალია ვინმესთვის? „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“ რომ დამთავრდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის. ამას ან ყველა თვალს გავუსწორებთ ან ყველა სიცრუეში ვიცხოვრებთ. სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - ეს არის რეალობა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის ამ სიტყვებს უმრავლესობის კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება და მწვავე კამათი მოჰყვა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება