შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსეთი ოკუპანტია"-უკრაინელმა მინისტრმა პოსტი ქართულად გამოაქვეყნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39269 
 24 ივნისი 2019

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ულიანა სუპრუნმა, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მხარდამჭერი პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. 

"რუსეთი - ოკუპანტი" და "პუტინი - ხ*უილო" -- ჭეშმარიტება, რომელიც არ იცვლება. ბოლო დღეებია ჩვენ ვხედავთ, როგორ სკანდირებენ ამას საქართველოში. იქ, სადაც ათობით ათასი მოქალაქე იცავს თავის სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და სახელმწიფოებრიობას აგრესორი ქვეყნის ჰიბრიდულ ომისაგან" - წერს ულიანა სუპრუნი. 

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი უკვე მე-5 დღეა აქციას მართავს. მათი 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან დღეს მხოლოდ ერთის - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს. დანარჩენი ორი მოთხოვნა - საპატიმროებიდან დაუყონებლივ გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც "გავრილოვის ღამეს" დააკავეს და გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. ხელისუფლება ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

წყარო: "ტაბულა"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია