შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშია" საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39289 
 25 ივნისი 2019

ლანჩხუთის საკრებულოდს ფრაქცია "ძალა ერთობაშია"  სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. ფრაქციის წევრების განცხადებით, ისინი სხდომებს მანამ არ დაესწრებიან, სანამ რუსტაველის გამზირზე გაჟღერებული ყველა მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.  

სანამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშია"საკრებულოს სხდომას პროტესტი ნიშნად არ დასწრება.

"ჩვენი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა ყველას, ვინც დასახიჩრდა და მხედველობა დაკარგა 20 ივნისის სისხლიან ღამეს და რომელზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს და პირადად გიორგი გახარიას.
ვინაიდან ხალხის ხმა არ ესმის ხელისუფლებას, ჩვენ ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობით ვუერთდებით რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეებს და შევეცდებით პროტესტის ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმაც,რომ წავიდეს გახარია და გათავისუფლდეს 20 ივნისს დაკავებული ყველა მომიტინგე!!!

ცნობისთვის, დღეს ოზურგეთში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გამოუცხადეს რიგგარეშე სხდომას ბოიკოტი მოთხოვნით, რომ დაკმაყოფილდეს აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია