შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ იმოქმედებს მელიას დაპატიმრება პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39318 
 26 ივნისი 2019

„ვერ გეტყვით, როგორ შეხვდებიან აქციის მონაწილეები პროკურატურის ამ გადაწყვტილებას და მოჰყვება თუ არა საპროტეტსო ტალღის გაძლიერება, რადგან სიტუაცია ისედაც კრიზისულია, მაგრამ  თუ ამ აქციაში ჩაერთვება „ნაციონალური მოძრაობა“, არ გამოვრიცხავ, რომ გულანთებული ახალგაზრდების ნაწილმა საპროტეტსო აქცია დატოვოს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პროკურატურის განცხადებას ნიკა მელიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე.

ცნობისთვის, პროკურატურამ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს მიმართა, რომ 20 ივნისს საპროტესტო აქციის მსვლელობისას „გამოიკვეთა ნიკა მელიას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა“, რასაც დაპირისპირება მოჰყვა პარლამენტში. „ნაციონალური მოძარობის“ წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ ოპოზიციის დევან დაიწყო.

„პროკურატურას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, თუ საპროტეტსო აქციის მსვლელობისას გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული, მიმართოს პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. დაკავების და გასამართლების რა მოგახსენოთ, მაგრამ გამოიძება აუცილებლდა უნდა დაიწყოს და ნიკა მელია გამოკითხვაზე უნდა დაიბარონ.

„ყველამ ნახა და არსებობს კადრებიც, რომ იყო მცდელობა პარლამენტში შესვლის. ხელებაწეული შეხვალ თუ თვალებდახუჭული კორდონის გარღვევით, რა მნიშვნელობა აქვს... ფაქტია, რომ სიტუაცია დაიძაბა.

„ვერ გეტყვით, როგორ შეხვდებიან აქციის მონაწილეებ პროკურატურის ამ გადაწყვტილებას, როგორ წავა პროცესი, დაიძაბება თუ არა სიტუაცია. ჯერ-ჯერობით მიდის მშიდობიანი აქცია. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თუ აქციაში ჩაერთვება "ნაციონალური მოძრაობა", გულანთებული ახალგაზრდების ნაწილმა აქცია დატოვოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია