შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მანსანკანის გამარჯვებული მელაანის "მელაანსიაგა" გახდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30966 
 27 ივნისი 2019
გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი დასრულდა. ფინალში სულ ექვსი გუნდი მონაწილეობდა და აქედან გამარჯვებული სოფელ მელაანის საჯარო სკოლის გუნდი "მელაანსიაგა" გახდა.


მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსის თამარ ფურცელაძის თქმით, ტურნირი ოთხ მაისს დაიწყო და მასში თავიდან 15 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
„ პირველი ფინალის შემდეგ დარჩა ცხრა გუნდი. შემდეგ 4 ივნისს იყო ნახევარფინალი და გავიდა ექვსი გუნდი: მელაანის - მელაანსიაგა; ბაკურციხის - ადრენალინი; ველისციხის - ველიშუტკა; შაშიანის - აკუნა მატატა ; ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის - უნივერსალი და ქ.გურჯაანის მე-3 საჯარო სკოლა - მინიონები; ფინალში მელაანის გუნდმა გაიმარჯვა. ის მომავალში რეგიონალურ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გურჯაანში გაიმართება.“

მისივე თქმით, ჟიურის წევრები იყვნენ: მსახიობი ზურა გაჩეჩილაძე („შონზო“), ლევან ჩიჩუა (“TL”) , "მეტი პოზიტივი ერო"-ს დამფუძნებელი გუჯა ლორთქიფანიძე, „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ ხელმძღვანელი სოფია ბანძავა და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენედიქტე გეგეჭკორი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია