შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოფხაძე: მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23279 
 26 ივნისი 2019
„თუ იქნებოდა ინიციატივა, რომელიც გააუქმებს საქართველო სპარლამენტის იმუნიტეტს და ყველას ჩაგვაყენებს ერთნაირ მდგომარეობაში, ამ გადაწყვეტილბას მე ხმას მივცემდი. ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა დისკრიმინაციული, მაგრამ მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას“, - ეს განცხადება დღეს, 26 ივნისს, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მან პარლამენტის წევრებს მოუწოდა, გადაწყვეტილებების მიღების დროს, გარკვეული თანმიმდევრობა დაიცვან.მისივე თქმით, მელიას დაპატიმრების საკითხი პარლამენტში არ უნდა განიხილებოდეს: „არავის გვინდა აქ, რომ ნებისმიერ დანაშაულში ეჭვმიტანილმა პასუხი არ აგოს, არცერთი ჩვენგანი კანონზე მაღლა არ უნდა იდგეს, მაგრამ მე არ მაქვს მორალური უფლება, ნიკა მელიას შევუჩერო იმუნიტეტი, და გადავცე ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს. არა არის ეს სწორი და ამ გადაწყვეტილებაში თუ მივიღებ მონაწილეობას მე მგონია, რომ ჩემს სინდისთანაც მტყუანი ვიქნები“.პარლამენტის პლენარული სხდომა გრძელდება. ამ სხდომაზე გადაწყდება ექნება თუ არა პროკურატურას ნიკა მელიას დაპატიმრების უფლება. 21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა