შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალგაზრდა რაგბისტები აწყურიდან [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23287 
 27 ივნისი 2019
სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბის „ტაოს“ მორაგბეები ნიკა და ოთო, აწყურელი ახალგაზრდების მოსამზადებლად სოფელში კვირაში ორჯერ, სამშაბათს და ხუთშაბათს ჩადიან.„რატომაც არა! როდესაც არის განვითარებული ქუთაისში, თბილისში, რატომ არ უნდა იყოს ახალციხეში?!“ – გვეუბნება ოთო.ბავშვების მომზადება მარტიდან დაიწყეს. რაგბისტები ამბობენ, რომ მოსწავლეების მხრიდან, დაინტერესება თავიდანვე დიდი იყო. გუნდის თითოეულმა წევრმა მარტივად აითვისა თამაშის წესები. დაბრკოლებების და ფინანსური ბარიერების მიუხედავად, კვლავ აგრძელებენ ახალგაზრდა მორაგბეების წვრთვნას.ფიქრობენ, რომ აწყურელი ახალგაზრდებისაგან სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი შექმნან, რომელიც A ან B ლიგაში ითამაშებენ.„ჩვენი ხარჯებით დავდივართ და უსასყიდლოდ ვავარჯიშებთ ბავშვებს. ისე გვიყვარს ეს საქმე, რომ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ“, – გვეუბნება ნიკა ოთომ და ნიკამ რაგბის თამაში 15–16 წლის ასაკიდან დაიწყეს. ფიქრობენ, რომ საუკეთესო ასაკი რაგბის შესასწავლად 6–7 წელია, ამ პერიოდში ბავშვი უფრო კარგად ითვისებს რაგბის ტექნიკას.ნიკა კაპანაძე და ოთო ტალახაძე„ვცდილობთ,რომ მეგობრული დამოკიდებულება გვქონდეს ბავშვებთან, რომ სირთულეებმა თავი არ იჩინოს და მათთვის გასაგებ ენაზე ვისაუბროთ“, – ამბობს ოთო.მათი საქმიანობა მარტო ვარჯიშებით არ შემოიფარგლება. ბავშვებს აძლევენ შესაძლებლობას, შეჯიბრებებზე და ფესტივალზე მიიღონ მონაწილეობა. ცდილობენ, გახადონ ახალგაზრდები უფრო მებრძოლები და კონკურენტუნარიანები. „რაგბის განვითარება დაფინანსების გარეშე შეუძლებელია.თუ დაფინანსება საკამრისი იქნება, მოეწყობა უფრო მეტი სტადიონი, სავარჯიშო მოედანი და სხვა ინფრასტრუქტურა, რაც გაზრდის რეგიონში რაგბის მიმართ დაინტერესებას და დაეხმარება სპორტსმენებს, მიაღწიონ საკუთარი შესაძებლობების მაქსიმუმს. ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობისგან გვაქვს მხარდაჭერა, ირაკლი გვენეტაძე[სარაგბო კლუბ „ტაოს“ პრეზიდენტი] გვეხმარება“, – ამბობს ოთო.ნიკაც და ოთოც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლობენ. ოთო ისტორიის, ნიკა კი აგრონომიის მიმართულებით. ცდილობენ, მაქსიმალურად შეუთავსონ ერთმანეთს წვრთნები და სწავლა.ვიტალი არუთინოვი14 წლის ვიტალი არუთიუნოვი ერთ–ერთი მათგანია, ვისაც „ტაოელები“ ყოველკვირეულად ავარჯიშებენ. თამაში 9 ნომრის პოზიციიდან მოსწონს. მისი მოვალეობაა, შეტევისას, როცა თანაგუნდელს შეუბოჭავენ, ბურთი გამოიტანოს და კვლავ გაათამაშოს.„როდესაც ვმარცხდებით, ვწუხვარ, მაგრამ ვხვდები, რომ მოგებას ვისწავლით წაგებით და, ასევე, წაგების დროს ვუკვირდები ჩემს შეცდომებს და ვცდილობ, რომ გამოვასწორო. მსურს, რომ ვითამაშო საქართველოს ნაკრებში „9“ ნომრად და საქართველოს მოვუტანო გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე. როდესაც ჩვენ ვიმარჯვებთ, მიხარია“, – ამბობს ვიტალი.მისთვის რაგბში ყველაზე პრიორიტეტულია მეგობრობა , ერთობა და გუნდურობა. კვირაში ორჯერ ვარჯიშობს, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს საკმარისი არ არის, ამიტომაც მეგობრებთან ერთად სტადიონზე ხშრად დადის. ვიტალის რჩეული მორაგბე საქართველოს ნაკრების მეცხრე ნომერი ვასილ ლობჟანიძეა, ხოლო საყვარელი გუნდი – „ტაო“.ბეჟანი ქიმერიძე, სანამ რაგბით დაინტერესდებოდა, ფეხბურთს მისდევდა და რჩეული სპორტიც ის იყო. ახლა როგორც დანარჩენები, ისე ბეჟანიც ფიქრობს, მომავალი გეგმები რაგბს დაუკავშიროს. ცდილობს, რომ სულ უფრო და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.„ყველაზე კარგად 12 ნომრის პოზიციიდან გამომდის თამაში. როდესაც 9 ნომერი გამოიტანს ბურთს, ჯერ აძლევს 10 ნომერს, რომელიც გადააწოდებს 11–ს და ის აწვდის 12 ნომერს, რომელიც არის შეტევის გამგრძელებელი, ანუ ცდილობს, მივიდეს მოწინააღმდეგის ლელოსთან“, – გვიხსნის ბეჟანი. ბეჟანმა, ოთოს და ნიკას დახმარებით, რაგბის ძირითადი ილეთები და ვარჯიშები ისწავლა: „თავიდან აზრზე არ ვიყავი, როგორ კეთდებოდა პასი ან როგორ კეთდებოდა ბოჭვა, მაგრამ ჩემმა მასწავლებლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მე ეს ყველაფერი მესწავლა“.დავით ღავთაძედავით ღავთაძე, მეგობრებთან ერთად, შეჯიბრებებში იღებს მონაწილეობას. მას ორჯერ მიეცა საშუალება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულიყო. პირველ შეჯიბრებაზე იმყოფებოდა ასპიძაში, სადაც დიპლომი გადასცეს; მეორედ კი, ახალქალაქში ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასევე დააჯილდოვეს.„ყოველ დღე მეგობრებთან ერთად ჩამოვდივარ სტადიონზე სათამაშოდ და მინდა, რომ უფრო დავხვეწო ტექნიკა“, – გვეუნება დავითი და გვიხსნის, რომ წარმატებას მხოლოდ ბევრი შრომითა და დაუზარლობით მიაღწევს.დავითი, ძრითადად, 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობს. ფიქრობს, რომ მისი კარიერა ამ ციფრთან და რაგბთან იქნება დაკავშირებული.საბა გაჩეჩილაძესაბა ყველაზე პატარა მორაგბეა აწყურში. 10 წლის გახდა თუ არა, შესაძლებლობა მიეცა რაგბის თამაში ესწავლა. რამდენიმეთვიანი ვარჯიშის შემდეგ, შეჯიბრებებშიც მიიღო მონაწილეობა.„ყველაზე პატარა ვარ და ძალა არ მაქვს, მაგრამ მონდომებული ვარ, რომ რაგბი ვითამაშო“, – გვიხსნის საბა.ვიტალის მსგავსად, მასაც 9 ნომრად უყვარს თამაში. რაგბის თამაშისკენ მისმა მეგობრება უბიძგეს. ერთხელ, როცა ვარჯიშზე მეგობარს წაჰყვა და უცდიდა, თამაში მოუნდა. რამდენიმე ვარჯიშის ყურების შემდეგ, მოძრაობები დაიმახსოვრა და გაუჩნდა სურვილი, საფუძვლიანად ესწავლა თამაში.მისი ფავორიტი სარაგბო კლუბია „ტაო“. კითხაზე, თუ რატომ „ტაო“, გვპასუხობს, რომ ეს გუნდი მისია. სამომავლო გეგმებზე კი გვიპასუხა, რომ მას ასპინძაში „ტაოს“ ბაზაზე სურს თამაში.სარაგბო გუნდი „ტაო“, რომელსაც სამცხე–ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტი აფინანსებს, 2016 წელს დაარსდა.„ტაო“ საქართველოს ჩემპიონატში სამი გუნდით ასპარეზობს. მათგან უმცროსი ასაკის გუნდები სამოყვარულო – A და B ლიგაში, ხოლო „კაცთა გუნდი“ პირველ ლიგაში თამაშობს, რომელიც ნახევრად პროფესიონალურია.აწყურის გარდა, „ტაოს“ სხვა მორაგბეები, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, 250–ზე მეტ ახალგაზრდას ასწავლიან. [თორნიკე ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება