შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პოლიტიკური განაჩენი - ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2019

პლენარული სხდომის პოლიტიკური შედეგი - გაერთიანებული ოპოზიციისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატი მოუხსნეს. რეგისტრაცია გაიარა 92-მა დეპუტატმა გაიარა 91-მა კი ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.

ნიკა მელიას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა. საქმე სისხლის სამართლის 225-ე მუხლითაა აღძრული.

დეპუტატის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდით შეუჩერდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია