შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა, ვისაც გიკვირთ, ალბათ, თავმოყვარეობაც არ გაქვთ - ნანკა კალატოზიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39353 
 27 ივნისი 2019

თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა, ვისაც გიკვირთ, ალბათ, თავმოყვარეობაც არ გაქვთ, - ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. ის საპროტესტო აქციაზე იმყოფება, რომელიც მეშვიდე დღეა პარლამენტის შენობის წინ იმართება.

ნანკა კალატოზიშვილის თქმით, რუსეთის დუმის დეპუტატის საქართველოს პარლამენტში ყოფნის გაპროტესტება თავმოყვარეობის საკითხია და მას პარტიულობა არ სჭირდება.

"სრულიად ყველა პარტიას, პოლიტიკოსს და თქვენს თანამოაზრეებს, მინდა, გითხრათ, რომ ნუ გადაგვაყოლეთ ამ თქვენს უკვე ფანატიზმში გადასულ არაჯანსაღ, არაადეკვატურ ქოცნაცურ, ჯინაზე პოლიტიკას. ბევრად მარტივად არის საქმე, თქვენთვის უფრო ბევრად რთულად. თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა. როდესაც პარლამენტში გვისვამთ იმ საშინელ ადამიანს და მერე გიკვირთ, რომ გამოვდივართ, თავმოყვარეობას არ სჭირდება პარტიულობა, ვისაც გიკვირთ, იმათ, ალბათ, თავმოყვარეობაც არ გაქვთ. ძალადობის დამხობას, ძალადობის დაგმობას პარტიულობა არ სჭირდება, როცა კარდაკარ სდიეთ ახალგაზრდებს და დაასახიჩრეთ. ამას არ სჭირდებათ პარტიულობა", - განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია