შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერეკლე ხარაიშვილი:"არავინ არ გვიყენებს პოლიტიკური მიზნების გამო, აქ ვდგავართ მე და ჩემი მეგობრები - რადგან გვინდა დამოუკიდებელი და სამართლიანი სახელმწიფო"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39404 
 28 ივნისი 2019

მეცხრე დღე იწურება უკვე რაც ქვეყნის დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა

თბილისში, რუსთაველზე, ათეულობით ათასი ახალგაზრდა „გავრილოვის ღამეს“ მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბევის მთავარი ორგანიზატორის, ჯერ კიდევ მოქმედი შსს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველზე მომიტინგეთა უმრავლესობა ახალგაზრდები არიან და სასიამოვნოა, რომ ამ ახალგაზრდებში ბევრი ჩვენი კუთხის წარმომადგენელია.

ჩვენ გვინდა, შეძლებისდაგვარად გაგაცნოთ ისინი:

ერეკლე ხარაიშვილი; დაიბადა 1996 წლიs 13 ივნისს, ოზურგეთში (იური სიორიძის ქუჩა), სწავლობდი 4-ე საჯარო სკოლაში, დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის სკოლა. მუშაობს ქალაქ თბილ9ისში, ადვოკატის თანაშემწედ ერთ ერთ იურიდიულ კომპანიაში.

პირველივ დღიდან ვმონაწილეობ აქციაში და აქ ვიქნები აუცილებლად ბოლომდე, მანამ, სანამ ჩვენი ყველა მოტხოვნა არ შესრულდება.

ქვეყანაში სადაც ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს რუსეთის სახელმწიფოს, ელემენტარულია რომ ამ სახელმწიფოს წარმომადგენელი, მითუმეტეს ადამიანი, რომელიც იბრძოდა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ქართველების წინააღმდეგ და ხშირად გაუკეთებია ანტიქართული განცხადებები, ამ ადამიანს არაფერი ესაქმება საქართველოში და მითუმეტეს არ უნდა იჯდეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, სავარძელში წამოწოლილი და იქიდან ბრძანებებს არ უნდა იძლეოდეს, ეს ყველა ქართველმა უნდა გაითავისოს, რომ ასე არ შეიძლება. ეს გახდა პროტესტის მთავარი მიზეზი პირველ დღეს, და გარდა იმის რომ რუსი შემოიყვანეს და დაგვასვეს თავზე, შემდეგ მოვლენები სხვანაირად განვითარდა, დიდი საპროტესტო ტალღა მეორე დღიდან უკვე 20 -ში აქციის დარბევამ და დაშლამ გამოიწვია. მე სრულიად ვიზიარებ იმ მოთხოვნებს რაც აქციის სხვა მონაწილეებს აქვთ, სანამ სამივე მოთხოვნა არ შესრულდება მე ვრჩები აქციაზე ბოლომდე. მართალია გამოუშვეს დაკავებულები, დაგვთანხმდნენ არჩევნების პროპორციულად ჩატარებაზე, მაგრამ მთავარი საპროტესტო მოთხოვნა ესაა გახარიას გადადგომა. სანამ არ გადადგება ვაპირებთ აქციები არ დაიშალოს.

პოლიტიკური სიმპატიები არ მაქვს არცერთი პარტიის მიმართ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ საერთოდ, არასწორი მგონია ამ აქციას არაპოლიტიკურ სტატუსს რომ ანიჭებენ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ეს აქცია იყოს არაპოლიტიკური. თუმცა ჩვენ აქ ვართ ადამიანები რომლებიც არ წარმოვადგენთ არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი და სამართლიანი სახელმწიფო. არავინ არ გვიყენებს პოლიტიკური მიზნების გამო, აქ ვდგავართ მე და ჩემი მეგობრები, ესაა სიცრუე და აგორებული ჭორი. თითქოს "ნაციონალები" ახალგაზრდებს იყენებენ, ვიმეორებ - ეგაა სიცრუე, ეგ ეგრე არ ხდება. მე ვდგავარ აქციაზე ჩემი სურვილით, იმიტომ რომ ხელისუფლებას "რაღაც - რაღაცეები" შეეშალა.

გუშინ ასულები ვიყავით იმ "ბრძენი კაცის" სახლთან, მუხტი არ ვარდება და დარწმუნებული ვარ არც დავარდება, და სანამ ჩვენი სამივე მოთხოვნა არ შესრულდება, ბოლომდე გავაგრძელებთ იქ ყოფნას. აუცილებლად უნდა დაისაჯონ პოლიციელები ვინც უფლებამოსილებას გადაამეტა, და უნდა დაისაჯოს ამ დარბევის მთავარი წარმმართველი - გახარიამ გასცა ბრძანება და უნდა გადადგეს, და თუ მას ბრძანება არ გაუცია მით უარესი მისთვის. მაშინ მითუმეტეს უნდა გადადგეს, რადგან გამოდის რომ ვერ აკონტროლებს სიტუაციას. დაღლის მიუხედავად ჩვენ სახლში წასვლას არ ვაპირებთ ამ ყველა მოთხოვნის შესრულებამდე.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია