შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გახარია წადი!" - ქართული ოცნების პრეზენტაციის პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39471 
 01 ივლისი 2019

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასთან“ სადაც, ქართულმა ოცნებამ „პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაცია უნდა გამართოს საპროტესტო აქცია იმართება. აქციას საზოგადოების ის ნაწილი მართავს, რომელიც უკვე მე-12 დღეა პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. მათი თქმით, ისინი მივიდნენ მმართველ გუნდთან იმის შესახსენებლად, რომ საპროტესტო აქციის მესამე მოთხოვნა - გიორგი გახარიას გადადგომა, ისევ შეუსრულებელი რჩება.

„ჩვენი აქცია მდგომარეობს იმაში, რომ დეპუტატებს შევახსენოთ, მესამე მოთხოვნა - გიორგი გახარიას დაუყოვნებლივი გადადგომა, კვლავ ძალაში რჩება“- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.

„პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პრეზენტაცია ვერანაირად ვერ გადაფარავს მესამე მოთხოვნის აუცილებლობას. მესამე მოთხოვნა არის დაუკმაყოფილებელი მე-12 დღეა, ყველგან სადაც ისინი იქნებიან შევუქმნით დისკომფორტს და მოვაქცევთ წნეხს, რასაც ისინი ვერ გაუძლებენ და გახარია გადადგება. დარწმუნებული ვარ გახარია წავა, რადგან მას, ისევე როგორც ქართულ ოცნებას არ ეყოფა რესურსი რომ გაუძლოს ამხელა წნეხს.“- განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია