შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სადღაც სამადლობელიც კი გვექნება მტრისთვის"-ნათია ფანჯიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39472 
 01 ივლისი 2019

""გადამტრიალებელი" .. 

ამ ამბავშვი ყველაზე მეტად მიზეზი აღმაშფოთებს, ვის წინაშე, ვისთვის და რისთვის დალეწეს ეს ხალხი? ყოველთვისაც რუსეთის მიერ იმართებოდა და ყოველთვის მათი ინტერესი და მათი შემოტანილი იყო არეულობა, როცა კი როდესმე დაპირისპირება მომხდარა, მაგრამ უკეთ იყვნენ შეფარული და ეჭვობდი, მაგრამ სადღაც მაინც გჯეროდასავით, რომ მართლა ქართველების ჯგუფები დამოუკიდებლად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლა კი არ ვიცი, ეს იქნებ კარგიცაა, რომ ასე ღიად გამოჩნდნენ, სავარძელში ჩაგვისკუპდნენ.. იქნებ ამან ჩვეულებრივი, არაპოლიტიკოსი ხალხი უფრო გაგვაერთიანოს კიდეც. ეროვნული ერთობა თუ გაძლიერდა, თუ ისევ ვიგრძნობთ, რომ ერთი ვართ, ერთი სახლი გვაქვს, ერთი მომავალი და ვისაც არ უნდა ეტკინოს, ყველა ვზიანდებით, სადღაც სამადლობელიც კი გვექნება მტრისთვის. ჩვენ ხომ ყველაზე მეტად ერთმანეთის სიყვარული გვაკლია და გვკლავს"-ასე ეხმაურება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე 20 ივნისის ღამეს ირაკლი ხვადაგიანის ცემის ფაქტსა და ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოყენებულ სადამსჯელო ოპერაციას.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია