შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის საბჭოთა საქართველოს ნარჩენია გახარია, ის ნაცრისფერია"- ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39477 
 01 ივლისი 2019

"გიორგი გახარიას მრავალფეროვანი საქართველო არ აიტანს. გიორგი გახარია არის ნაცრისფერი საქართველოსი", - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

"გიორგი გახარიას მრავალფეროვანი საქართველო არ აიტანს. გიორგი გახარია არის ნაცრისფერი საქართველოსი. ბიძინა ივანიშვილის საბჭოთა საქართველოს ნარჩენია გახარია. ღრუზინია. შემთხვევით არ არის ის მოსკოვიდან ჩამოსული. მისი აზროვნებითაც ასეთია. უფერული ნაცრისფერი, თაგვსიფერი, პოსტსსაბჭოთა ხელისუფალი თავისი გახარიათი და ისეთი ხალხით, ვინც პარლამენტში უკადრებელს კადრულობს, ეს არის ერთი მხარე და მეორე, მრავალფეროვანი ჭრელი ფერადი ლამაზი, ევროპული საქართველო ეს არის მეორე მხარე, ეს არის მომავალი, იქნება ეს მომავალა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველთან".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია