შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნება" ყველაფერს იღონებს რომ გახარია არ გადადგეს, გაჯიუტება ლოგიკურია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39491 
 01 ივლისი 2019

"ძალიან მიკვირს, როცა გახარიას გადადგომაზე მთავრობის გაჯიუტებას ირაციონალურად მიიჩნევენ.

ეს "გაჯიუტება" უაღრესად რაციონალური და ლოგიკურია და "ოცნება" ყველაფერს იღონებს რომ მინისტრი არ გადადგეს. 
გაიხსენეთ, თუ რა როლი შეასრულა გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნებისა და ზუგდიდის მერის არჩევნების მოგებაში. მან ისე დააშინა საქართველოს ყველაზე მრავალრიცხოვანი და ურჩი რეგიონი, სამეგრელო, რომ დამთრგუნველი აურა ზედაპირული დაკვირვებითაც კი იგრძნობოდა. 
შიში არის სწორედ ის იარაღი, რომლის გამოყენებაც ყველაზე დახვეწილად გახარიამ შეძლო და 20 ივნისის სისასტიკეც სწორედ შიშის ელემენტის განმტკიცებისათვის იქნა გამოყენებული. 
ერთადერთი, რაც ვერ გათვალა მინისტრმა, იყო დარბეულთა რეაქცია. იგი იმდენად მიეჩვია დაშინებულთა გატეხვას, რომ ამჯერადაც ანალოგიურ რეაქციას ელოდა. მართალი გითხრათ, მეც გაოცებული ვუცქერდი ლომებივით მებრძოლი ახალგაზრდების თავზეხელაღებულ სიმამაცეს. ნამდვილად არ მეგონა, რომ დაბეჩავებულ-დათრგუნულ-ნიჰილისტურ ქართულ საზოგადოებაში კიდევ იყო შემორჩენილი ეროვნული სიამაყე და მებრძოლი სული. 
სწორედ ამ სულის არსებობის დაფიქსირების გამო ჰქონდა და აქვს 20 ივნისის ღამეს უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა. 
თუ "ოცნებამ" გახარია დათმო, ეს იმას ნიშნავს რომ კოალიცია დათმობს თავისი გახრწნილი ხელისუფლების ყველაზე მთავარ ბასტიონს - შიშს. ივანიშვილი ვეღარ მონახავს მეორე შსს მინისტრს, რომელიც კრიზისულ მომენტში იმოქმედებს ანალოგიური გადამწყვეტი სისასტიკით. 2020 წლის არჩევნებისას კი ფულთან ერთად შიშის ელემენტმა თუ არ იმუშავა, ფრიად სათუო გახდება გამარჯვება. 
სწორედ ამიტომ სჭირდება საზოგადოების მხარდაჭერა რუსთაველზე მიმდინარე აქციას. თუ აქცია დაიღლება და დაიშლება ისე, რომ გახარიას გადადგომა არ მოხერხდა, მაშინ ნულოვან ბარიერიანი პროპორციული არჩევნების ისედაც საეჭვო მინიმალური უპირატესობა სრულად განულდება"-წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია