შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ექიმი-ფსიქიატრი ვარ, შემიძლია გახარიას უფასო კონსულტაციები მივცე" - ემიგრანტი გერმანიიდან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39518 
 02 ივლისი 2019

მე ვარ ექიმი-ფსიქიატრი, შემიძლია გახარიას უფასო კონსულტაციები მივცე - ამისშესახებ განცხადება "კურიერთან" რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გააკეთა. მისი თქმით, ის უკვე 8 წელია, გერმანიაში ცხოვრობს და საქართველოში აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. ის მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ შეუერთდნენ აქციას  და მკაფიოდ დააფიქსირონ მათი ევროპული არჩევანი.

„სპეციალურად ჩამოვედი გერმანიიდან. იქ ვცხოვრობ. გადავდე ყველა ჩემი საქმე, ჩამოვედი, რომ ვმდგარიყავი ჩემი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით და დამეფიქსირებინა ჩემი აზრი. უკვე აქედან, ჩემი სამშობლოდან მიმეწვდინა ხმა ევროპისთვის. და მეთქვა, რომ არა ოკუპაციას! არა იმ ძალას, რასაც რუსეთი აკეთებს ჩვენი ქვეყნის მიმართ. მე ვარ ექიმი-ფსიქიატრი და აქედან შემიძლია გახარიასაც მივმართო. თუ უნდა კონსულტაცია ჩემთან უფასოდ, შემიძლია გავუკეთო. მერვე წელია, გერმანიაში ვცხოვრობ და ძალიან შემტკივა გული, რომ საქართველოში ასეთი სიტუაციაა. სამი დღეა, აქ ჩამოვედი და სამი დღეა, აქ ვდგავარ. მინდა ვთქვა, რომ არ შეშინდეთ ხალხო, გამოდით გარეთ. აქ არაფერი არ ხდება, მშვიდობიანად ვდგავართ და გამოვხატავთ ჩვენს აზრს. ჩვენ თუ არ გავაკეთებთ ამას, არავინ არ გააკეთებს. ეს ჩვენი გასაკეთებელია. საქართველოს გაუმარჯოს დამოუკიდებელს, ევროპულს და განვითარებულს. არა ოკუპაციას, რუსეთს და კრემლს!,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა