შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეკვეთილში აქციები გრძელდება-ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან მეოთხე კარავი გაშალეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39523 
 02 ივლისი 2019

მეშვიდე დღეა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან და დენდროლოგიურიო პარკის შესასვლელთან საპროტესტო აქცია და შიმშილობა გრძელდება. 

აქციაზე შეკრებილები და მოშიმშილეები რუსთაველზე მიმდინარე პროცესებს სოლიდარობას უცხადებენ.

ამ დრომდე ადგილზე, ანუ დენდროლოგიურისა და ივანიშვილის სახლის შესასვლელთან სამი კარავი იდგა, სადაც მოშიმშილეები რჩებოდნენ, დღეს მათ კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა , მეოთხე კარავი კი სანაპირო ზოლზე ივანიშვილის სახლის წინ დაიდგა. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკვეთილში აქციები მანამ გაგრძელდება,  სანამ მათი მთავარი მოთხოვნა, მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა არ დაკმაყოფილდება. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა