შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნიკა მელიას მონიტორინგისთვის ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23356 
 02 ივლისი 2019
სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არც დაცვის და არც ბრალდების მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ, უცვლელად დატოვა.ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გაასაჩივრა. მან სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას მიერ საცხოვრებელი ადგილის სამართალდამცავი ორგანოს თანხმობის გარეშე დატოვების აკრძალვისა და სამომავლოდ შესაძლო მოწმის სტატუსის მქონე პირთან კომუნიკაციის აკრძალვის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც კონდახიშვილი აცხადებს, ის, რაც მელიასთვის დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით მოსამართლის განჩინებაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, რაც პარლამენტის წევრის შეუფერხებელ საქმიანობას გულისხმობს.სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე, გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალდებამაც. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორი თავის შუამდგომლობაში განმარტავდა, ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმითვე, ნიკა მელიას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, უკვე გამოყენებულია გირაო და ამის ფონზე ჩაიდინა მან ახალი დანაშაული, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალდება თვლის, რომ ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებამ ბრალდებულის სათანადო ქცევა ვერ უზრუნველყო.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება