შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კაჭრეთში გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=39929 
 05 ივლისი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში გადაუდებელი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება, ერთსართულიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუნიციპალური სამსახურის შენობა აშენდება.

უწყებაში განმარტავენ, რომ სამუშაოებს, რომლის ღირებულება 119 400 ლარს შეადგენს, შპს “ქებული 2016” ასრულებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია