შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ"-ოზურგეთში მომხდარი საშინელი ავარიის დეტალები

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივლისი 2019

"რომ შემოიყვანეს ბავშვი, ფუძის ძვლის მოტეხილობით იყო, მძიმე მდგომარეობაში. ძალიან მძიმედაა ახლაც, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავთ, ექიმები კარგ პროგნოზებს ვერ აკეთებენ"-გვითხრა გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად დაშავებული 5 წლის ბიჭის ბიძამ. 

როგორც დ. გვარჯალაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მისი ოჯახის დანარჩენი სამი წევრის მდგომაროება დამაკმაყოფილებელია, მათ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში პირველადი დახმარება გეწიათ და ბინაზე არიან გაწერილები. ყველაზე მძიმე კი 5 წლის ბავშვის მდგომარეობაა, რომელიც გუშინ რეანომობილით გადაიყვანეს ქუთაისის კლინიკაში. 

ცნობისთის:სოფელ ძიმითში მცხოვრები გვარჯალაძეების ოჯახის 4 წევრი, რომლებიც მდინარეზე ტრაქტორით მიდიოდნენ გზიდან გადავარდნენ.  

შემთხვევა გუშინ საღამოს საათებში მოხდა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია