შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქალაქ ბოლნისს, მალე, კიდევ ერთი ხელოვნურსაფარიანი მოედანი და სკვერი შეემატება

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 07 ნოემბერი 2018

ქალაქ ბოლნისში, ჯანსუღ კახიძის ქუჩაზე მდებარე N6 საბავშვო ბაღის მიმდებარედ ახალი მინი სტადიონი და სკვერი აშენდება.

ელექტრონული ტენდერი პროექტის განსახორციელებლად უკვე დასრულდა, ამ ეტაპზე გამოვლენილი კომპანიის შერჩევა-შეფასება მიმდინარეობს.

სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.

,, ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. სპორტული წრეები ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად მოღვაწეობენ. ვფიქრობთ, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ახალგაზრდები დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და მომავალში წარმატებებს მიაღწიონ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
გაზეთი ბოლნისი

2018 წლის ანგარიში