შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბალანსისთვის სჯობს, საპრეზიდენტო ინსტიტუტი ოპოზიციამ მიიღოს"

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 07 ნოემბერი 2018

"თავისუფალი დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე გოგი ხაზარაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უცხადებს. 

მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკურ სივრცეში ბალანსის საჭიროებამ მიაღებინა.

"ყველა სახელისუფლებო შტოს ერთი პოლიტიკური ძალის ხელში მოქცევა ქვეყნისათვის ცუდი იქნება, ამიტომ ბალანსის შესანარჩუნებლად, სჯობს, ისედაც შეკვეცილი უფლებების მქონე საპრეზიდენტო ინსტიტუტი ოპოზიციამ მიიღოს", -განაცხადა მან. 

"ნიუპრესის" მიერ 2 წლის წინ დასმულ კითხვაზე, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მის პოზიციას ეხებოდა, ხაზარაძე აცხადებდა, რომ მხარს ვერც ერთ ძალას დაუჭერდა, რადგან "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი ქონდა, რაც საფრთხედ მიაჩნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" კი მხარს ვერ დაუჭერდა. კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი პოზიციის ცვლა, ხაზარაძე აცხადებს, რომ ამ 2 წლის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" ვერ დაადასტურა, რომ მას ქვეყნის მართვა შეუძლია. ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამჯერად ხელისუფლების ოპონენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატია და არა მხოლოდ ერთი პარტიის. 

ის ქუთაისში გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო შეხვედრასაც ესწრებოდა. "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური სივრციდან გაქრობის გამო პარტიის გარეშე დარჩენილი ხაზარაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას არ გეგმავს და გაერთიანებულ ოპოზიციას მხარს პიროვნულად უჭერს. 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია