შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ"-კალაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39650 
 07 ივლისი 2019

თბილისის მერი კახა კალაძე რუსთავი 2-ზე, გადაცემა პოსტსკრიპტუმის ეთერში წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინისათვის რუსულად გინებას გამოეხმაურა:

"ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია "პატრიოტიზმით" შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვოთ. ამას მარტივი სახელი ქვია - საკუთარი ქვეყნის მტრობა.​​​ ერთხელ უკვე ვნახეთ იგივე პოლიტიკური ძალის მიერ ასეთი მტრობით უმძიმეს მდგომარეობამდე მიყვანილი ქვეყანა. მეორედ ამის დაშვება არ შეიძლება. არც დავუშვებთ!" წერს კალაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

გადაცემა, რომელზეც კალაძე საუბრობს ეთერში დღეს გავიდა. ამის შემდეგ არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ასევე სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მიმართვა, სადაც თქვა, რომ გიორგი გაბუნიას საქციელს ემიჯნება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია