შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილი გზის შეკეთების სამუშაოები დასრულდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39671 
 08 ივლისი 2019

საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილი გზაზე დასრულდა კმ27-კმ36, კმ41-კმ45 მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები, საერთო ჯამში 15 კმ. პარალელურად მიმდინარეობს გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, რაც დახაზვას და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, აქტიურ ფაზაშია სენაკი-ფოთი-სარფის (კმ64-კმ67) საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებიც.
აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია new road – ი ასრულებს. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.
გურიის რეგიონში ინფრატრუქტურული სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, კომპანია new road-ის წარმომადგენელ ვახტანგ მარიამიძესთან ერთად მოინახულა.
როგორც პროექტის მენეჯერმა ვახტანგ მარიამიძემ აღნიშნა, გურიის რეგიონში დაგეგმილია და მიმდინარეობს 30 კმ-მდე გზების პერიოდული შეკეთება, რომლის დასრულების ვადა მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ბოლოა. კომპანია 24 საათის განმავლობაში ასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს და გზების რეაბილიტაციის შემდეგ სანიაღვრე სისტემასაც მოაწესრიგებს.
„ პროექტი დასკვნით ეტაპზეა და აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციას კომპანია „new road“ ეფექტურად ასრულებს. მოსახლეობა განხორციელებული სამუშაოების გამო დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებს, გადაადგილებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემო შევუქმნათ და ამის ნათელი მაგალითია საგზაო ინფრასტრუქტურის კუთხით, გურიის რეგიონში განხორციელებული სამუშაოები“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია