შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში წმინდაწყალზე პანდუსები ეწყობა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12077 
 15 ივლისი 2019
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, პანდუსები ეწყობა. ,,ეს არის თანამედროვე სტანდარტის პანდუსები" - წერს ჟურნალისტი ნიკა გაბლიშვილი. ფოტოები მან წმინდაწყლის დასახლებაში გადაიღო. ერთი თვეა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შშმ პირების გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით, ტროტურზე პარკირებაც აიკრძალა. მაღაზიების წინ, ზედამხედველობის სამსახურმა, ყვითელი ლენტი გაავლო. სახალხო დამცველის ბოლო, სპეციალური ანგარიშის მიხედვით, შშმ პირთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ფიზიკურ გარემოს მისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები სახელდება. ,,ქართლის სტუდია" გორის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ ამ კუთხით კომპლექსტური კვლევა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაა ჩატარებული.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია