შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა

საზოგადოება
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
ორიგინალი სტატია:  http://borjomi.tv/axali-ambebi/sazogadoeba/article/7821 
 15 ივლისი 2019
2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2 ლარით შემცირდა.კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 188.1 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მაისში ეს მაჩვენებელი 190.1 ლარი იყო.
2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ივნისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 15.1 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ეს მონაცემი 173 ლარს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, მაისთან შედარებით, ივნისში 1.8 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 166.6 ლარი შეადგინა, 3.4 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 315.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2018 წლის ივნისის მონაცემთან შედარებით, 25.3 ლარით არის გაზრდილი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
ტელეკომპანია ბორჯომი

ხვალიდან თოვლია მოსალოდნელი