შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პიესა „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ მესხეთის თეატრის სცენაზე რეჟისორმა მაია ჩართოლანმა დადგა. პრემიერა რვა და ცხრა ოქტომბერს 19:00 საათზე გაიმართება.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 08 ნოემბერი 2018
„გვინდოდა, რომ კომედიური ჟანრის სპექტაკლი დაგვედგა და მაყურებელი აღარ დაგვემძიმებინა. ისედაც მძიმე ყოფითი ცხოვრება გვაქვს და ამიტომ გადავწყვიტეთ ხალხი გაგვეხალისებინა“, – ამბობს რეჟისორი მაია ჩართოლანი. მისი თქმით, დღევანდელ სპექტაკლზე სათამაშოდ მსახიობები მოწვეულები არიან თბილისიდან და მათი ნაწილი სცენაზე პირველად დადგება. პირველად იღებს მონაწილეობას წარმოდგენაში ანსამბლ „მესხეთის“ ქორეოგრაფი ლევან ქიმერიძეც. „ერთ-ერთი ყარაჩოღელის, როლს ვთამაშობ სახელად სოსანა ჰქვია. სპექტაკლში სხვა ცეკვებიც ჩემი დადგმულია“, – ამბობს ქიმერიძე. პრემიერის ბილეთის ღირებულება ოთხი ლარია. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
სამხრეთის კარიბჭე

ასპინძაში მკვლელობა მოხდა