შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ჩვენ ჩამოვდივართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ერის დიდი ნაწილის ნება-სურვილი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=39863 
 15 ივლისი 2019

ჩვენ აქ ჩვენი ერის სახელით ჩამოვედით - ამის შესახებ განცხადება ადა მარშანიამ მოსკოვში გააკეთა. "პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში ვიწრო პარტიული ვიზიტით იმყოფებიან, თუმცა რუსული მედია ამ პროცესს აშუქებს, როგორც ორ ქვეყნას შორის საპარლამენტო დიალოგის ფორმატის შეხვედრას.

ადა მარშანიას განცხადებით, ის ქართველი ერის ნებას აჟღერებს, რომლის სურვილია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

„ჩვენ ჩამოვდივართ აქ, რომ გავაჟღეროთ ჩვენი ერის, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის ნება-სურვილი და დაკვეთა. ის ჩვენგან მოითხოვს, რომ ყველანაირად ვეცადოთ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან მიუხედავად იმისა, რაც ჩვენს შორის მოხდა,“-განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიასთან ერთად რუსეთში შეხვედრებს მართავს გიორგი ლომიაც, რომელმაც გავრილოვის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენების გამო, ოფიციალურ მოსკოვთან თავის მართლების რეჟიმში ისაუბრა და 20 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია