შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიწა შენია, არ უვლი, პოტენციურად ქმნი საფრთხეს?! - უნდა დაისაჯო - ამირან კოდიაშვილი

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/31100 
 19 ივლისი 2019
ამირან კოდიაშვილი ინიციატივით გამოდის, სახელმწიფომ მიიღოს მარტივი კანონი ნაკვეთების გადაწვასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, ახლა სანამ ჯერ კიდევ მთელი შირაქი არ გადამწვარა, უნდა იქნას მარტივი კანონი მიღებული. თუ იწვის ქარსაფარი, ფერმერს არ აქვს შემოხნული ნაკვეთი და მისი ტერიტორიაც იწვება, ანუ პროცესი მიდის, იმ ადამიანმა პოტენციური დანაშაული ჩაიდინა. გასაგებია, რომ მას არ მოუკიდებია ცეცხლი, მაგრამ მან რომ არ შემოხნა, მასთან გადავიდა ვიღაცისგან და მისგან ქარსაფარში. რეალურად ხდება ხანძრის ასეთი სტიქიური გავრცელება და შესაბამისი სამსახურები ვერაფერს ვეღარ აკეთებენ. თუნდაც ეს ტერიტორია იყოს სახელმწიფოსი, მან უნდა აიღოს ვალდებულება, რომ შემოხნას, თუ არადა, დაჯარიმდეს სახელმწიფო და მან გადაიხადოს ჯარიმა თავის თავთან. ჩვენ სად უნდა ვეძებოთ, ვინ მოუკიდა ცეცხლი, ამას არ უნდა პოვნა. თუ შენ შექმენი პოტენციურად ქარსაფარების განადგურების საფრთხე, უნდა დაჯარიმდე. შეიძლება ნებისმიერმა მოუკიდოს ცეცხლი თუნდაც ჯერ სხვის ნაკვეთს, რომ მერე თავისთანაც გადავიდეს, ამიტომ ამის ადმინისტრირება შეუძლებელია სხვანაირად, მიწას უნდა მიებას. მიწა შენია, არ უვლი, პოტენციურად ქმნი საფრთხეს?! - უნდა დაისაჯო, პირველად უნდა დაჯარიმდე, მეორედ ჩამოგერთვას ნაკვეთი. სხვანაირად ამ საქმეს არ ეშველება.“ - განუცხადა speqtri.ge-ს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ამირან კოდიაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტულად კანონი ქარსაფრების შესახებ მომზადებულია, 4 წელია ამაზე მიდის საუბარი და სავარაუდოდ, წელს მიიღებენ, მაგრამ ეს კონკრეტული ინიციატივა, ცეცხლის პრევენციას ეხება.
-"ქარსაფრების კანონი არ ეხება ცეცხლის მოკიდებას. ის ეხება, რომ ქარსაფარი თუ ვინმემ გადაწვა, იმაზე იქნება პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორ უნდა დაადგინო, ვის დააკისრო პასუხისმგებლობა, მე ამ ინიციატივას ვაწვდი შესაბამის სამსახურს. მე არ მინდა ამას მიეცეს პოლიტიკური სახე, ეს რასაც პოლიტიკური სახე აქვს, ყველაფერი მახინჯდება და ხდება სპეკულირება. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის კონკრეტული სამეურნეო საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს."


ამირან კოდიაშვილის თხოვნაა, ვინც ამ ინიციატივას ეთანხმება, გაუგზავნოს ფეისბუქის გვერდის შეტყობინებაში მოკლე პასუხი.
"ვეთანხმები და ხელს ვაწერ გვარი სახელი." თუ საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები შეგროვდა, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის სახელით, მივმართავ შესაბამის სამინისტროებს, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოებს, რომ დაიწყოს აღნიშნული ინიციატივის განხილვა. ორიგინალი ხელმოწერების შეგროვება რთული არ იქნება, ყველა ფოსტით გამოაგზავნით."


შეგახსენებთ, რომ შირაქში  დაახლოებით 4-5 ათასი ჰექტარი იწვის, მათ შორის ქარსაფარი ზოლი.

ფოტო: ამირან კოდიაშვილი


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია