შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/31124 
 23 ივლისი 2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია 2 აგვისტოს დაიწყება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება.



უწყების ინფორმაციით, გამოცდაში მონაწილეობის მიღება საქართველოს იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც სწავლობდნენ/სწავლობენ უცხო ქვეყანაში კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, ერთი სემესტრის განმავლობაში, არანაკლებ 75 დღისა).
გამოცდაში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე.მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.


მონაწილეობის საფასური 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ პირი რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდა ან წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის დასრულებამდე, აღნიშნული თანხა აპლიკანტს სრულად დაუბრუნდება. განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე თან უნდა ერთვოდეს:გამოცდაში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია, გარდა ზემოაღნიშნული დოკუმენტებისა, მან ასევე უნდა წარმოადგინოს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


გამოცდაში მონაწილე ვალდებულია 20 აგვისტოს 18:00 საათამდე ასევე წარმოადგინოს სამედიცინო ცნობა (ფორმა №100)

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია