შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოქრუაშვილის განცხადება, რომ მან „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჩვენება ივანიშვილთან შეთანხმებით მისცა, სპეკულაციაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40049 
 23 ივლისი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ მან „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჩვენება ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მისცა, სპეკულაციაა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2012 წლიდან დღემდე მედია დამოუკიდებლად საქმიანობს და არავითარი ჩარევა, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო, არ ხდება.

„ეს არის სპეკულაცია, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან, სიმართლე არის ის, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლიდან დღემდე მედია საქმიანობს დამოუკიდებლად, ხელისუფლების მხრიდან ჩარევის გარეშე. მათ შორის საქმიანობს კრიტიკულად და ყველა ჟურნალისტს აქვს თავისი დამოუკიდებელი და ობიექტური საქმიანობის შესაძლებლობა. თუ ასეთი ჩარევები ხდებოდა დღემდე, ასეთი ჩარევები ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, სადაც იყო მცდელობა, რომ მათ ჰქონოდათ თავისი პარტიული ტელევიზია და ჟურნალისტები პირდაპირი პოლიტიკური გავლენის ქვეშ ყოფილიყვნენ", - აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის მოთხოვნის სამართლიანობაზე დასმულ კითხვას, თალაკვაძე ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არაა.

“რა არის სამართლიანი და რა უსამართლო, ამას არა პოლიტიკოსები, არამედ სასამართლო წყვეტს. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებს სასამართლო ჩვენ პატივს ვცემთ და აღვასრულებთ ამ გადაწყვეტილებებს”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია