შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფიზიკა – ბოლო გამოცდა აბიტურიენტებისთვის

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23639 
 23 ივლისი 2019
პირველ სესიაზე, ფიზიკის გამოცდაზე, რეგისტრიერებული 20 აბიტურიენტიდან საგამოცდო ცენტრში ოცივე გამოცხადდა. ფიზიკაში გამოცდა 3 საათი და 40 წუთი მიმდინარეობდა.ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები, ეტაპობრივად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე აიტვირთება. პირველ სესიაზევე იყო ასევე სამაგისტრო გამოცდა წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში (ტესტის ტიპი – C). აღნიშნულ გამოცდაზე სიით 31 რეგისტრირებული აპლიკანტიდან ერთი არ გამოცხადდა.მეორე სესიაზე გამოცდა ისევ მაგისტრანტობის მსურველებმა ჩააბარეს. ამ გამოცდაზე აპლიკანტებმა ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის, A ტიპის ტესტი დაწერეს.ხვალ, 24 ივლის, მხოლოდ პირველ სესიაზე, მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველებს ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის C ტიპის ტესტის წერა მოუწევთ. გამოცდის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს მასშტაბით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილი ყველა საგამოცდო ცენტრი დაიხურება. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია