შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მალე, ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი დეკორატიული ღობე ექნება

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 09 ნოემბერი 2018

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, წლის ბოლომდე კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება.

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ ეტპზე ძველი, დაზიანებული ღობის დემონტაჟს ანხორციელებს, რის შემდეგაც ახალი ღობის მშენებლობა დაიწყება.

პროექტით გათვალისწინებულია ელექტროსამონტაჟო სამუშაოებიც. დეკორატიულ ღობეზე ლედ სანათები დამონტაჟდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი გაეცნენ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება