შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ამერიკის ელჩად ალექსანდრ ვერშბოუ ინიშნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40035 
 23 ივლისი 2019

დიპლომატიური წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება დანიშნოს საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამით სრულდება მეტისმეტად გახანრძლივებული უცნაური ვითარება, როდესაც პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ-ერთ უმთავრეს პარნტიორ ქვეყანაში ვაშინგტონს არ ჰყავდა სრულუფლებიანი წარმომადგენელი.

„2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით  საქართველოში  ამერიკის სრულუფლებიან ელჩად NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე  ალექსანდრ ვერშბოუ  ინიშნება. 

სააგენტოს ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება  ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს რეკომენდაციით მოხდა.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ამ გადაწყვეტილებას ორმაგი დატირთვა აქვს და ტრამპის ადმინისტრაციის ორ მოტივს ამჟღავნებს.  ორივეს უშუალო კავშირი აქვს გეოპოლიტიკასთან.

ექსპერტების განცხადებით, ამერიკა ცდილობს, იპოვოს სტრატეგიული დასაყრდენი რეგიონში, როდესაც რუსეთთან ურთიერთობა კვლავინდებურად ცუდია, თან გაუარესებისკენ მიდრეკილი, ხოლო თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა სულ უფრო სუსტდება ანკარასა და მოსკოვს შორის დაახლოების გამო. თბილისში მიმდინარე პროცესებმა, რაც 20 ივნისის შემდეგ განვითარდა, ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი, თან ყველაზე აქტიური ნაწილი შეურიგებელია რუსული ოკუპაციისადმი და მზად არის მხარი დაუჭიროს მხოლოდ იმ მთავრობას, რომელიც მკაფიოდ პროამერიკულ და პროდასავლურ კურსს გაატარებს.

NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრ ვერშბოუ მკაფიოდ უჭერდა მხარს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიასთან შეურიგებლობას და მუდამ იყო საქართველოში პროდასავლურ ძალთა დიდი მეგობარიც.

ცნობისათვის, ალექსანდ ვერშბოუ   2001– 2005 წლებში რუსეთში აშშ–ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.  

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია