შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ გამოვრიცხავ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს" - კაკულია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40041 
 23 ივლისი 2019

არ გამოვრიცხავ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულია გააკეთა. მისი თქმით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების გამო ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების საჭიროებას ვერ ხედავს. 

"ადამიანი, რომელსაც 100 ლარიც თუ ჰქონდა გადანახული, წავა და ამითაც ფიქრობს, რომ დოლარი შეიძინოს, რადგანაც მიმდინარე მოვლენების გამო ელოდება, რომ შეიძლება გაუფასურება მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უკვე მოქმედებს ლარზე და მის დეფიციტს ქმნის, მაგრამ ეს არ არის გრძელ ვადაში გაგრძელებადი მდგომარეობა. დანარჩენი ფაქტორები არ არის დაზიანებული. ველოდები, რომ (ლარი) დასტაბილურდება. რაც შეეხება ტარიფს, ტარიფის ზრდა გამორიცხული არ არის ისეთ ქვეყანაში, სადაც ელექტროენერგიის მოხმარება დიდი ტემპებით იზრდება. როდესაც შენ ვერ აწარმოებ ელექტროენერგიას და როდესაც იმპორტი იზრდება და ამაზე დამოკიდებული ხდები, აქ დივერსიფიცირებას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება მრავალი შემომტანიდან შემოიტანო, მაგრამ თუ მოხმარება სწრაფად იზრდება, შეიძლება ამან ეს მატება(ტარიფის გაძვირება) გამოიწვიოს. მაგრამ ამ წუთას პირდაპირ ამის თქმა არ შეიძლება",-აცხადებს კაკულია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია