შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოპოზიციის მტკიცებით ბახვის პოლიციის უფროსად "სახელისუფლებო" ზონდერი დაინიშნა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40052 
 23 ივლისი 2019

ადგილობრივი პოლიტიკური ოპოზიციის მტკიცებით გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კახა მურადაშვილის გადაწყვეტილებით შსს ოზურგეთის მთავარი სამმართველოს ბახვის ქვეგანყოფილების უფროსად მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" აქტივისტი დაინიშნა.

როგორც ოზურგეთისა და ლანჩხუთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები "გურიის მოამბეს" ატყობინებენ აღნიშნული პიროვნება, სამოქალაქო ფორმაში ზუგდიდის მერის არჩევნების დროს, ოპოზიციის საერთო კანდიდატის, სანდრა რულოვსის მომხრეებს არბევდა და ფიზიკურად უსწორდებოდა, ბოლო დღეებში კი იგივე სახის "აქტივობებს" კურორტ შეკვეთილში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მიმდინარე პერმანენტული აქციების მონაწილეების მისამართით ახორციელებს.

"გურიის მოამბემ" შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა იმის გასაგებად, თუ ვინ დაინიშნა პოლიციის ბახვის ქვეგანყოფილების უფროსად, თუმცა პრეს სამსახურმა ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი გვითხრა და შსს-ს სხვა სტრუქტურაში გადაგვისამართა, თანაც აგვიხსნა რომ კითხვა წერილობით გაგვეგზავნა, პასუხს კი რამდენიმე დღეში მივიღებდით.

"გურიის მოამბესათვის" გაუგებარია თუ რა გახდა ამ საკადრო გადაწყვეტილების გასაიდუმლოების მიზეზი, გვრჩბა მხოლოდ ვარაუდი რომ ოპოზიციის განცხადებები ერთერთი პოლიციის ქვეგანყოფილების უფროსად "ქართული ოცნების" "ზონდერობაში" ეჭვმიტანილი პიროვნების დანიშვნის შესახებ დიდი ალბათობით სიმართლეს შეესაბამება.

ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ "ქართული ოცნება" ბახვის თემის გამგებელმა დატოვა და ოპოზიციის მხარეს გადავიდა, ხსენებულ არჩევნებზე კი პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარეს წარმოადგენდა და მის სახელს უკავშირდება ამ თემის სამივე საარჩევნო უბანში ხსენებული გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება.

პირველ სურათზე ბახვის პოლიციის ახალი უფროსი ოპოზიციის მხარდამჭერების დარბევისას;

ხოლო მეორე სურათზე იგივე კადრი შეკვეთილის რეზიდენციის წინ მოშიმშილეებს გვიან ღამით, წვიმაში უთვალთვალებს;

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია