შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მორალურ ზღვარს დიდი ხანია გადააბიჯა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40055 
 23 ივლისი 2019

"სახალხო ტრიბუნის" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ IRI -ის კვლევას არ ენდობა.

„ჯერ მარტო თბილისის მაშტაბით 3000 კაციანი გამოკითხვა ჩავატარე და IRI -ის ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, ბევრ საკითხში საკმაოდ სეროზული ცდომილებებია.

ამიტომ არ ვენდობი არასოდეს სხვის გამოკითხვებს, მითუმეტეს, რომ ცხოვრებაზე სხვისი თვალებით ყურებას სარგებელი არასოდეს მოუტანია.

ჩვენი გამოკითხვებში კი, პირველ რიგში იმ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული, რაც ხალხს აწუხებს და არა პარტიული რეიტინგებზე"-აცხადებს ჭიჭინაძე.

"სახალხო ტრიბუნის" ლიდერი აცხადებს, რომ ადამიანი, რომელიც ჩადის კრიმინალს აუცილებელია პასუხისგებაში მიეცეს. მისივე თქმით გახარიას გადადგომით არაფერი შეიცვლება.

 

"ადამიანი,რომელიც ჩადის კრიმინალს, იმის გადადგომა კი არა, მისი დაჭერა და პასუხისმგებაში მიცემაა აუცილებელი, თუმცა ამ ხელისუფლების პირობებში ეს გამორიცხულია.

მითუმეტეს, რომ „ქართული ოცნება“ მაინც კულუარულად იმართება და არა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ.

ამიტომ არ ვთვლი, რომ დღეს გახარიას გადადგომით რამე შეიცვლება. თუმცა, მასთან მიმართებაში ნამდვილად ბევრი კითხვა იქნება სამომავლოდ.

ისე, ზოგადად ამ „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოებასთან ურთიერთობის მორალური ზღვარი დიდი ხანია გადააბიჯა.

„ქართული ცნება“ პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ გზას ადგას. ძალაუფლებას ეპოტინება, კრიმინალურ გადაწყვეტილებებს იღებს და ვფიქრობ ცუდად დაამთავრებს.

ამიტომ იქნება საინტერესო საყურებელი, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, ამ „ქართული ოცნების“ მიერ დღეს ასე თავგამოდებით გაყვანილი მოსამართლეები თავად როგორ მიუსჯიან „ოცნების“ წევრებს იმას რასაც იმსახურებენ" - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

"სახალხო ტრიბუნის ლიდერი "რუსთავი2"-ის საქმესაც ეხმაურება და აცხადებს, რომ რ2 პატივსაცემი ტელეკომპანიაა.

 

"რაც შეეხება რუსთავი 2-ს, საკმაოდ პატივსაცემი ტელევიზიაა, რასაც მე ვერ ვიტყვი ე.წ. მეპატრონეებზე. რამდენი ათეული წელია ამ წილების გადანაწილებებს ვისმენთ?!

ზოგადა კი, სახელმწიფო მოხელეები, მინისტრები, არ უნდა ფლობდნენ წილებს!

მითუმეტეს, რომ მათ ეს წილები ბებიების და ბაბუებისგან ნამდვილად არ დარჩენიათ.

ადამიანების თავისუფლებისკენ სწრაფვას კი, სულ რომ ერთი ტელევიზია დატოვონ, ისიც კი ვერშეუშლის ხელს“- აცხადებს ჭიჭინაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია