შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩოხატაურში ნეოლითის ხანის არქეოლოგიური მასალები აღმოაჩინეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40079 
 24 ივლისი 2019

„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაშიმდინარაძეების საკარმიდამო ნაკვეთში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის სათლელები, კაჟის იარაღები, სანაყი ქვები, შურდულის ქვები, ცული, ობსიდიანი ვულკანური მინა - ასამდე ერთეული საექსპოზიციო მასალა აღმოაჩინეს.

ნაპოვნ ნივთებს რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლების - არქეოლოგ ამირან კახიძის და გურამ ჩხატარაშვილის მიერ და განახლებული სახით გადაეცა ნიკო ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

პრაიმტაიმთან“ საუბარისას მუზეუმის დირექტორი, მარი შოშაშვილი ამბობს, რომ მასალა მართლაც უნიკალურია:

„ეს შემთხვევით იქნა აღმოჩენილი საკარმიდამო ნაკვეთის დამუშავებისას. ის არის ნეოლოთის ხანის იარაღები, რაც ადასტურებს იმას, რომ სოფელი ოდითგანვე იყო დასახლებული. არქეოლოგიური მასალა მართლაც უნიკალურია და ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი მუზეუმისთვის, სადაც არაერთი არქეოლოგიური ნიმუშია დაცული. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩოხატაურში ოდითგანვე იყო მიწათმოქმედება განვითარებული. ასევე მინდა გითხრათ ერთი სიახლის შესახებ - გუშინ ჩვენთან იმყოფებოდნენ ბატონები ამირან კახიძე და გურამ ჩხატარაშვილი და მათ ნახეს ჯვაცხმასა და ბურნათში კიდევ ახალი აღმოჩენები. პირველადი დათვალიერებით, ისინი არის მეტალურგიული წარმოების ნიმუშები. ვფიქრობთ, მათი შესწავლის შემდეგ კიდევ უფრო დადასტურდება, რომ ჩვენი ხალხი მეტალურგიით ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაკავებული და ბუნებრივ პირობებში აწარმოებდნენ ამა თუ იმ სამუშაო თუ საბრძოლო იარაღს“, - ამბობს შოშიაშვილი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია