შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს ხელსუფლებისგან ბოდიშს მოითხოვს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40068 
 24 ივლისი 2019

მორიგი ულტიმატუმი რუსეთის დუმიდან - ვიაჩესლავ ვოლოდინი საქართველოს ხელსუფლებისგან ბოდიშს მოითხოვს. ტელეკომპანია Россия24-თან  ინტერვიუში მან დეპუტატ გავრილოვის ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

ვოლოდინისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი აგრესორია და საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. დუმის სპიკერი აცხადებს, რომ თუ მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება გაგრძელდება, რუსეთს საპასუხო ქმედებების შესაძლებლობა აქვს.

ვოლოდინი დარწმუნებულია, რომ საქართველოს რუსეთისგან სიკეთის მეტი არაფერი მიუღია და ქართველებმა ეს უნდა დააფასონ.

„არ შეიძლება ასე ყალიბდებოდეს იმ ქვეყნის დამოკიდებულება, რომელსაც რუსეთისგან სიკეთის გარდა არაფერი მიუღია. ამან ჩვენ შეგვაშფოთა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთვლით, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მისი მხრიდან განცხადებები, რომ რუსეთი არის აგრესორი და საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, დაუშვებელია. ამ ნაბიჯებმა მიგვიყვანა ისეთ წინააღმდეგობებთან, რომლებიც დამანგრეველ ფაქტორს წარმოადგენენ ნებისმიერი ქვეყნისთვის. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის შიგნით თავად უნდა გაერკვიონ, ხოლო თუ მსგავსი ქცევა გაგრძელდება, ჩვენ შეგვიძლია, მათ ვუპასუხოთ,” - ანაცხადა ვოლოდინმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია