შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘თხელი კი არა, ზომაზე სქელია ასფალტი’ – კომპანია ახალქალაქის სოფლებში დაგებულ გზაზე

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23652 
 24 ივლისი 2019
სამშენებლო კომაპნია „არალის“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს, 24 ივლისს კიდევ ერთხელ შეამოწმეს ახლად დაგებული ასფალტი და აღმოჩნდა, რომ ასფალტის პირველი ფენის სისქე ზომაზე მეტია.„აქ, არაფერი არ შეიცვლება, პირიქით გადახარჯვა გვაქვს და ეს კომპანიის ზარალი უფროა ვინდრე სხვა ვინმესი“, – ამბობს დემეტრე თათეშვილი.ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განგვიმარტეს, რომ ბავრა–კარტიკამის გზაზე მიმდინარე სამუშაოებისას წარმოქმნილ ხარვეზებთან დაკავშირებით, შესწავლისათვის მერიას წერილობით მიმართეს: „ჩვენ ვითხოვთ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დეტალურად შეისწავლონ ყველა ხარვეზი, იქნებ ხალხი მართალია, ან კომპანია“.„სამუშაოები არ დასრულებულა და არ ჩაგვბარებია. ვიდრე ეს არ მოხდება, მე ვერ გეტყვით იქ რა ხარვეზებია, მაგას მერე სპეციალისტები დაადგენენ. ახლა არც მე ვარ ექსპერტი მაგ საკითხში და არც საკრებულოს თავმჯდომარე“, – ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი.რაც შეეხება, იგივე ტერიტორიაზე, ხიდის მშენებლობას, სადაც ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ არასწორად არის დაპროექტებული, თათეშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი მათ არ ეხება, რადგან რა პროექტიც გადაეცათ, იმის მიხედვით აკეთებენ. ახალქალაქის მერი, იური უნანიანი ხიდის მდგომარეობასაც სამუშაოების დასრულების შემდეგ მოიკვლევს.სოფლების ბავრასა და კარტიკამის მისასვლელ გზაზე მოასფალტების სამუშაოები ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ახალქალაქის მერის იური უნანიანის თქმით, სამუშაოებში მილიონ ლარამდე დაიხარჯება.ახალქალაქის საკრებულომ ინფორმაცია გუშინ, 23 ივლისს გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბავრისა და კარტიკამის მოსახლეობას ახალდაგებული ასფალტი არ მოსწონთ.[ლუბა გიორგაძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია