შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში აგვისტოში ‘ფუძეობა’ და ‘ბორჯომობა’ გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23673 
 25 ივლისი 2019
3 აგვისტოს, დაბა ბაკურიანში რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი “ფუძეობა სამცხე- ჯავახეთი 2019" გაიმართება. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ღონისძიებისათვის ტენდერს 34 315 ლარზე აცხადებს. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მოიწვიოს რეგიონში არსებული ექვსივე მუნიციპალიტეტი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორულ ფესტივალში, წარმოადგენენ მათი კუთხისთვის დამახასიათებელ კულინარიას, რეწვას, ცეკვას, სიმღერას და სხვა.თითოეულმა მუნიციპალიტეტმა სასურველია წარმოადგინოს, მინიმუმ ნახევარსაათიანი პროგრამა. მიმწოდებელმა თავისი სახსრებით უნდა მოახერხოს მონაწილეების ტრანსპორტირება და კვება.4 აგვისტოს ბორჯომის ცენტრალურ პარკში სპორტული შეჯიბრება მკლავჭიდში გაიმართება. 10 აგვისტოს კი ბორჯომი აჩიკო ნიჟარაძის კონცერტს უმასპინძლებს. 11 აგვისტოს ჭიდაობის ჩემპიონატი მოეწყობა.17 აგვისტოს კი „ბორჯომობის“ სახალხო დღესასწაული. კომპანია, რომელიც ღონისძიებების ორგანიზებას უზრუნველყოფს, უკვე ცნობილია. ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეოტურისტ+“- ია. იგი მომსახურებას 39 875 ლარად შეასრულებს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ღონისძიებისთვის ორი ლოკაცია უნდა შეარჩიოს, სადაც კონკრეტული აქტივობები განხორციელდება.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება გამომცემლობების გამოფენა-გაყიდვები, კულინარიული კუთხეები, მუსიკალური ტრიო ან კვარტეტი, საბავშვო და ფოტო გადაღების კუთხეები. აირჩევენ ბორჯომის საპატიო მოქალაქეებსაც.[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება