შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში წმინდაწყალზე კორპუსის ეზოში მანქანა დაიწვა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 11 ნოემბერი 2018
დღეს, გორში, კორპუსის ეზოში მანქანა დაიწვა. ხანძარი ავტოფარეხზეც გავრცელდა. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში, გორის მეხუთე საჯარო სკოლის შენობის უკანა მხარეს მოხდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი განმარტებით, ავტოფარეხში საბურავებიც ეწყო, რამაც ცეცხლი გააძლიერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია