შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან დაპირისპირება მოხდა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=40165 
 28 ივლისი 2019

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, სადაც პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირება ივანიშვილის რეზიდენციის უკანა შესასვლელთან, აქციის ორგანიზატორისთის ხელით შეხებას მოჰყვა. 

ჩვენთვის ადგილიდან მოწოდებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი რეზიდენციასთან  აღმართულ ახალი ჯებირთან იმყოფებოდა, როცა პოლიციამ აღნიშნული ადგილის, როგორც კერძო საკუთრების დატოვა მოსთხოვა. ამას ჯერ შელაპარაკება მოჰყვა, შემდეგ კი დეპუტატის ადგილიდან ძალით გამოყვანა. 

"ნაყარი მიწა სადა აქვს და ახალი ბარიკადები, აი იქ, მის შემოღობილს გარეთ იყვნენ აქციის მონაწილეები, პოლიცია აცხადებდა, რომ ეს ბიძინას კერძო საკუთრება იყო, ელგუჯა ბაგრატიონს კრეს ხელი და ჩამოაგდეს იქედან. ეს პოლიციელები ბიძინას მცველები არიან და ამაზე მოხდა მერე ცოტა შეხლა-შემოხლა"-გვითხრა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, ბესო ქათამაძემ. 

ცნობისთვის, შეკვეთილში უკვე ერთი თვეა, 20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ  ყოველ საღამოს აქცია იმართება. მათი ძირითადი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა. ისინი ასევე ოკუპაციას აპროტესტებენ. 

რაც შეეხება აქციას- "გააღვიძე ოლიგარქი"-ეს ყოველ საღამოს ათ საათზე იწყება და გვიანობამდე გრძელდება. მასში მონაწილე რამდენიმე პირი და თავად ორგანიზატორი, ელგუჯა ბაგრატიონი, გუშინ გურიის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდნენ. 

მათ ივანიშვილების ოჯახი ღამის საათებში ხმაურს ედავება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია