შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაღების გაერთიანების დირექტორისა და დეპუტატის საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23708 
 29 ივლისი 2019
როგორც სახალხო დამცველის აპარატში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, დეპუტატისა და ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის საქმეზე კვლევა უკვე დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატს თავად ბაღების გაერთიანების დირექტორმა მიმართა. ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა იგი უკვე გამოკითხა: „უკვე ვესაუბრე წარმომადგენლებს და საქმის შეწავლა დაწყებულია“.ნარინე გინოსინმა, დეპუტატის მხრიდან სექსუალური შევიწროების საქმის შესასწავლად, საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, თუმცა, როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ უწყებაში განუცხადეს, დეპუტატისა და ბაღების დირექტორის საქმე ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადასცეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბაღების დირექტორის მხრიდან შესაძლო თანხების გაფლანგვასა და მითვისებას ისინი იძიებენ.ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიგვითითეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უნდა მიგვემართა, შს სამინისტრომ კი ისევ საქართველოს პროკურატურაში გადაგვამისამართა. აქედან გამომდინარე, დაინტერესდა თუ არა რომელიმე საგამოძიებო უწყება ბაღების დირექტორისა და დეპუტატის საქმით, უცნობია.ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი და მისი ბუღალტერი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თანხების მითვისებასა და გაფლანგვისათვის, 19 ივლისს პასუხისგებაში მისცა, სასამართლომ კი ორივე მათგანი გირაოთი გაათავისუფლა.ბაღების გაერთიანების დირექტორმა ნარინე გინოსიანმა, პირველად „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ ძიებას, ნინოწმინდა–ახალქალაქის დეპუტატ ენზელ მკოიანს უკავშირებდა, რადგან მკოიანი მასთან ინტიმური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რაზეც უარი მიიღო და დაემუქრა. „სამხრეთის კარიბჭეში“ მასალის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, მკოიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გინოსიანის ბრალდებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დაგეგმილ ბინძურ კამპანიად შეაფასა. ამასთან, მკოიანმა განცხადებაში გამოძიების დეტალებზეც ისაუბრა, რაზეც იურისტებისა და ბაღების დირექტორის, ნარინე გინოსიანის თქმით, მკოიანს გასაჯაროების უფლება არ ჰქონდა და ასეთ დეტალებში ჩახედული არ უნდა იყოს.ამასთან დაკავშირებით, ნარინე გინოსიანი ამბობს, რომ ენზელ მკოიანს უჩივლებს, მისი უფლებების დარღვევეისთვის.ნარინე გინოსიანის საქმით დაინტერსებულია ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარი“, რომელიც ბაღების გაერთიანების დირექტორის უფლებებს დაიცავს.[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება