შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის უფასო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 10 ნოემბერი 2018
ბრუცელოზის წინააღმდეგ ვაქცინაცია, პრეპარატის თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები აცრებს კახეთის რეგიონში ატარებენ. დაავადების გავრცელებისა და რისკის ზონების გათვალისწინებით, ვაქცინაცია ეტაპობრივად აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები „ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის“ გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების მონაწილეობით 2015 წელს შემუშავდა.სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და ვაქცინაცია უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და სადიაგნოსტიკო კვლევები 545 ათას, ხოლო ვაქცინაცია 400 ათასამდე მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა.ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.„ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებას, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას“, – აცხადებენ სააგენტოში.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება